„ქართული ოცნება“ ახალ თავმჯდომარეს დღეს აირჩევს

დღეს „ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება.

მმართველი პარტია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს და პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას დაამტკიცებს.

„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. ასევე, ყრილობაზე დამტკიცდება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა“, – აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა, პარტიის და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები