„როზეტა“ კომეტას შეეჯახა
კოსმოსურმა აპარატმა „როზეტამ“ 12-წლიანი მისია დაასრულა და ჩურიუმოვ-გერასიმენკოს კომეტას შეეჯახა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
როგორც ევროპული კოსმოსური სააგენტო პროგნოზირებდა, კომეტასთან აპარატის შეჯახება 30 სექტემბერს ევროპული დროით დღის საათებში მოხდა.
„როზეტა“ ისტორიაში პირველი კოსმოსური აპარატია, რომელიც კომეტის ორბიტაზე გავიდა. ის ორბიტაზე ორი წლის განმავლოვაში იმყოფებოდა და კომეტას 6 მილიარდი კილომეტრის მანძილზე მიყვებოდა.
კომეტის ორბიტაზე „როზეტას“ გასვლის მიზანი კოსმოსური სხეულის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაა. მიღებული ინფორმაცია დაეხმარება მეცნიერებს კომეტების ფორმირების, ასევე მზესთან მიახლოების დროს „კუდის“ გაჩენის ფენომენის შესწავლა იყო.