ალი ბაბაევი: „ნაციონალები“ ქვემო ქართლში ავტორიტეტით აღარ სარგებლობენ

„ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ მომხრეებს ეთნიკურ ნიადაგზე უნდათ, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ხელი შეუშალონ, – ამის შესახებ „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ ხელმძღვანელმა – ალი ბაბაევმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბაბაევი “ნაციონალურ მოძრაობას” ძალადობაში ადანაშაულებს. მისი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები ფიზიკურად უსწორდებიან სხვა პარტიების მხარდამჭერებს.
„გუშინ წინ ღამე ერთ-ერთი კანდიდატის ოფისში შეიჭრნენ, სცემეს და ბავშვებით ემუქრებოდნენ. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის მომხრე. ეს მოხდა დმანისში, რაზეც სამართალდამცველებს ვთხოვ, რომ გაატარონ ღონისძიებები. ზოგადად განყწობა ქვემო ქართლში არის აქტიური. 30-მდე კანდიდატია და ეს არასდროს არ ყოფილა“, – განაცხადა ალი ბაბეავმა.
ბაბაევი 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებს იხსენებს. ის საარჩევნო გარემოს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩატარებულ არჩევნებს ადარებს და აცხადებს, რომ ხალხში წინა არჩევნების მსგავსად, შიშის ფაქტორი აღარ არსებობს.
“მე აქტიურად ვხვდები ადამიანებს, რომლებსაც 2012 წლამდე რაღაცის თქმა უნდოდათ და თქმისაც კი ეშინოდათ. საბედნიეროდ დღეს ასე აღარაა, ადამიანები თავისუფლად გამოხატავენ თავის აზრს. ბევრი რამე დასახვეწია, მაგრამ მთავრი ისაა, რომ ადამიანებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცემათ. „ნაციონალებს” ქვემო ქართლში აღარ აქვთ ავტორიტეტი, 2012 -მა წელმა აქ დამოკიდებულება შეცვალა“, – განაცხადა ალი ბაბაევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები