ფილიპინების პრეზიდენტმა საკუთარი თავი ჰიტლერს შეადარა

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ საკუთარი თავი ადოლფ ჰიტლერს შეადარა. მან განაცხადა, რომ მზად არის ნარკობიზნესმენებს ისევე გაუსწორდეს, როგორც ჰიტლერი თავის დროზე ებრაელებს გაუსწორდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ქალაქ დავაოში გამართულ პრესკონფერენციაზე დუტერტემ განაცხადა, რომ მომავალი თაობების გულისთვის 3 მილიონ ნარკოდამოკიდებულ ფილიპინელს „სიამოვნებით გამოასალმებდა სიცოცხლეს“.
დუტერტემ „ორპირობა“ უწოდა აშშ-ის და ევროკავშირის პოლიტიკას, რომლებიც ფილიპინების ხელისუფლებას სასამართლოს გარეშე ნარკოდილერების მკვლელობების გამო აკრიტიკებენ.
ამ დროისთვის ცნობილია 3 ათასი ადამიანის დაღუპვის შესახებ ნარკომაფიის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციების დროს.
დუტერტე გაეროსაც დაუპირისპირდა. მათ რამდენიმე თვის წინ განაცხადეს, რომ ნარკოტიკებით მოვაჭრეების განადგურების შესახებ ფილიპინების პრეზიდენტის მოწოდებები საერთაშორისო კანონებით დანაშაულს ნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები