მანანა ნაჭყებია: ჩვენ არ გვინდა ქვეყანაში ორპოლუსიანი პოლიტიკა, ბურჭულაძის ბლოკი სწორედ ამ მიდგომას შეცვლიდა

„პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ძალა იყო ის მოცემულობა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს შეცვლიდა“, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ბლოკის წევრმა, “ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელმა, მანანა ნაჭყებიამ განაცხადა.
ნაჭყებია ბლოკის მთავარ დადებით ფაქტორად ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეების გამოჩენას ასახელებს.
„ირაკლი ყიფიანი, დავით ჯანდიერი – ეს ადამიანები არიან სრულიად ახალი სახეები ქართულ პოლიტიკაში. ბურჭულაძის ბლოკში მოხდა ახალი ხედვებისა და გამოცდილი პოლიტიკოსების რესურსის შერწყმა. ჩვენი გუნდი ყველა კვლევით, მესამე ადგილზეა. ჩვენ შეგვეძლო ქვეყანაში ორპოლუსიანი პოლიტიკა შეგვეცვალა, სწორედ ამიტომ დაგვიპირისპირდა „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“, – განაცხადა ნაჭყებიამ
მოახდენს თუ არა ბლოკის ირგვლივ ბოლო დროს განვითრებული მოვლენები არჩევნების დღეს გავლენას მათ რეიტინგზე, ამის შესახებ პროგნოზის გაკეთება მანანა ნაჭყებიას უჭირს.
“მე მაქვს ყოველდღიური შეხვედრა მოქალაქეებთან და ამ შეხვედრებზე იკვეთება, რომ ბლოკის ირგვლივ ყველაფერი შემთხვევით არ ხდება და ამის ირგვლივ დგას მმართველი გუნდის და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები, თუმცა ის მიზანი, რაც მათ ჰქონდათ, ბოლომდე ვერ შეასრულეს. ამიტომ არჩევნებამდე დარჩენილი დრო მოსახლეობას მისცემს იმაზე ფიქრის საშულებას, თუ რა იყო მიზეზი „ბურჭულაძის“ ბლოკის ირგვლივ მომხდარი ქაოსისა“, – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები