ზესტაფონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა

ზესტაფონის N 52 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, დავით ჭანტურიამ  არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, შალვა კიკნაველიძის სასარგებლოდ მოხსნა.
„ვითვალისწინებ ერთიან სახელმწიფოებრივ პრიორიტეტებს და უარს ვამბობ ვიხელმძღვანელო მხოლოდ დამოუკიდებელი კანდიდატის ინტერესებიდან გამომდინარე.  აღნიშნულის გათვალისწინებით, მივმართავ ჩემს მხარდამჭერებს, ობიექტურად განსაჯონ შექმნილი ვითარება და 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ჩემთვის განკუთვნილი ხმა მისცენ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ზესტაფონში, შალვა კიკნაველიძეს“, – აცხადებს დავით ჭანტურია.
ზესტაფონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, დავით ჭანტურიამ  არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის თაობაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განაცხადით 28 სექტემბერს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები