იენს სტოლტენბერგის მადლობის წერილი გიორგი კვირიკაშვილს: ვიზიტის დროს თავს შინ ვგრძნობდით

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და თავისი სახელით თბილისში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მასპინძლობისთვის, ასევე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილეობისთვის, მადლობას უხდის.
იენს სტოლტენბერგის მადლობის წერილის ქართულენოვან თარგმანს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ნატოს გენერალური მდივანი აღნიშნავს, მოკავშირეებზე შთაბეჭდილება მოახდინა რეფორმებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიზანდასახულობამ და საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებაში ფართო საზოგადოებრივმა კონსენსუსმა .
„ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და პირადად ჩემი სახელით, მადლობას მოგახსენებთ თბილისში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მასპინძლობისთვის, ასევე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილეობისთვის. მე დიდად ვაფასებ თქვენი მთავრობის წვლილს საბჭოს ვიზიტის ორგანიზებაში, ასევე ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობას – ვიზიტის დროს ჩვენ თავს შინ ვგრძნობდით. ჩვენი დიალოგი კონსტრუქციული და პრაგმატული აღმოჩნდა. მოკავშირეებზე შთაბეჭდილება მოახდინა რეფორმებთან დაკავშირებით თქვენი მთავრობის მიზანდასახულობამ და ფართო საზოგადოებრივმა კონსენსუსმა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებაში.
გარდა ამისა, ჩემთვის ნათელი გახდა საქართველოს დიდი დაინტერესება შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ დისკუსიაში ჩართვასთან დაკავშირებით, თქვენი შეშფოთება რუსული პროპაგანდის აქტიურობის გამო და რწმენა, რომ მოახლოებული არჩევნები ჩატარდება უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად. უფრო ფართო კონტექსტის გათვალისწინებით, ხსენებულმა ვიზიტმა საბჭოს მისცა უნიკალური შესაძლებლობა, პირადად გასცნობოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების გზაზე დაფიქსირებულ მიღწევებსა და გამოწვევებს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, საბჭოსა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ მადლობას მოგახსენებთ საქართველოს მთავრობის სტუმართმოყვარეობისა და ჩვენი ვიზიტის წარმატებით განხორციელებაში მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნავს იენს სტოლტენბერგი.
საქართველოს მთავრობის მოწვევით, საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი 7-8 სექტემბერს გაიმართა.
დელეგაციას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები