კახა კალაძე: ყოველთვის მიდიოდა საუბრები იმაზე, რომ სამეგრელოში იქმნებოდა რაღაც სპეციალური ჯგუფები

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის აღმოჩენისა და რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს შორის შესაძლო კავშირს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.
მისივე თქმით, ყოველთვის იყო საუბრები იმაზე, რომ სამეგრელოში იქმნებოდა სპეციალური ჯგუფები იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობები მოეწყოთ.
„ჩვენ თუ გავიხსენებთ, ყოველთვის მიდიოდა საუბრები იმაზე, რომ სამეგრელოში იქმნებოდა რაღაც სპეციალური ჯგუფები იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობები მოეწყოთ. რამდენიმე წლის წინ ამასთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად მიდიოდა საუბარი, რომ არის ძალიან დიდი რაოდენობით იარაღი დამალული. დაველოდოთ გამოძიებას. თუ რაიმე სახის თანხვედრა იქნება ამ ორ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და მთავარ პროკურატურასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგს მიაკვლია. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე და გორის რაიონში, ქვის სამტვრევი ქარხნის მიმდებარედ, ტყის მასივში, მიწის ქვეშ იპოვეს და ამოიღეს სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული საბრძოლო მასალის შენიღბულად დამარხვა 2009-2011 წლების განმავლობაში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები