ბულგარეთმა გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი შეცვალა

ბულგარეთმა გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე საკუთარი კანდიდატი შეცვალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ახალი კანდიდატი ევროკომისარი კრისტალინა გეორგიევაა.
„ვფიქრობთ, რომ ის უფრო წარმატებული კანდიდატი იქნება“, – განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა.
​2016 წელს ბულგარეთმა გაეროს გენმდივნის თანამდებობაზე „იუნესკოს“ ხელმძღვანელის, ირინა ბოკოვას კანდიდატურა წარმოადგინა. წინასწარი კენჭისყრის დროს ბოკოვამ მხოლოდ მეექვსე ადგილი დაიკავა. ლიდერი კი ამჟამად პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი – ანტონიუ გუტერეშია. გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე პან გი მუნის უფლებამოსილება 2016 წლის 31 დეკემბერს იწურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები