„Blackberry“ სმარტფონებს აღარ გამოუშვებს
კანადური კომპანია „Blackberry“ სმარტფონებს აღარ გამოუშვებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ეს გადაწყვეტილება Android-ის ოპერაციულ სისტემაზე გადასვლის წარუმატებელმა მცდელობამ გამოიწვია.
„ Blackberry“-ს ახალი მოდელების მიმართ მომხმარებლის ინტერესის გაზრდის მცდელობა სრული ფიასკოთი დასრულდა – კომპანიის შემოსავალი ერთი კვარტლის განმავლობაში 32%-ით შემცირდა. კომპანია პროგრამულ უზრუნველყოფაზე და IT მომსახურებაზე გადაერთვება.
2000-იანი წლების დასაწყისში „Blackberry“ სმარტფონების ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი იყო. მისი კაპიტალიზაცია 80 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. თუმცა მოგვიანებით კომპანიამ iPhone-თან და Android-ის ბაზაზე მომუშავე სმარტფონებთან კონკურენციას ვერ გაუძლო. ამჟამად „Blackberry“-ს კაპიტალიზაცია 5,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.