ტოკიოს მეტროში ექვსი ადამიანი უცნობი აირით მოიწამლა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს მეტროში უცნობი აირით ექვსი ადამიანი მოიწამლა.
მათ თავი ცუდად იგრძნეს და საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდათ. თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ მათ ზეთის საღებავის მაგვარი სუნი იგრძნეს. ჯერჯერობით უცნობია რა ქიმიურ ნივთიერებაზეა საუბარი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მომხდარმა ტოკიოს მოსახლეობას 1995 წელი გაახსენა, როდესაც ტოკიოს მეტროში რადიკალური სექტის „აუმ სინრიკიოს“ წარმომადგენლებმა ქიმიური შეტევა განახორციელეს. მაშინ 13 ადამიანი დაიღუპა და 6 მძიმედ მოიწამლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები