იაპონიის კუნძულ ოკინავაზე ძველი რომის და ოსმალეთის იმპერიის მონეტები აღმოაჩინეს
იაპონელმა მეცნიერებმა კუნძულ ოკინავაზე, ერთ-ერთ დანგრეულ სასახლეში ძველი რომის და ოსმალეთის იმპერიის მონეტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN იუწყება.
უძველესი მონეტები რენტგენის სხივებით შეამოწმეს. მკვლევარების ინფორმაციით, ოსმალეთის იმპერიის მონეტები 1687 წლით, ხოლო რომის იმპერიის მონეტები -მე-3 მე-4 საუკუნით თარიღდება.
მკვლევარებს უჭირთ იმის თქმა, თუ როგორ მოხვდა ეს მონეტები იაპონურ სასახლეში. კაცტურენის სასახლეს, სადაც მონეტებია აღმოჩენილი, რომის იმპერიასთან პირდაპირი კონტაქტები არ ჰქონდა, მაგრამ ნაპოვნი ნივთები მიუთითებს, რომ რომის იმპერიას აზიის რეგიონთან სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა.