კლინტონისა და ტრამპის პირველი დებატები „დემოკრატების“ კანდიდატის გამარჯვებით დასრულდა (ვიდეო)

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების, ჰილარი კლინტონის და დონალდ ტრამპის პირველი დებატები „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატის გამარჯვებით დასრულდა. გამოკითხვების მიხედვით, კლინტონმა ნახევარზე მეტი გამოკითხულის მხარდაჭერა მოიპოვა, რაც ტრამპის მხარდამჭერებზე  11%-ით მეტია.
ტრამპი – კლინტონის ტელედებატები ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური თოქშოუ აღმოჩნდა. მას 100 მილიონი ადამიანი უყურებდა, რაც ამერიკული ფეხბურთის ფინალის მაყურებლებზე მეტია.
სცენაზე კანდიდატები სხვადსხვა მხრიდან გამოვიდნენ.
„ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მე ყველაფერში დამადანაშაულებენ“, – განაცხადა კლინტონმა. „რატომაც არა?“ – უპასუხა ტრამპმა.
ამის შემდეგ კლინტონი ტრამპს ჩაეჭიდა და აღარ გაუშვა. ასე მაგალითად, ეკონომიკაზე საუბრისას მან  მილიარდერის საგადასახადო დეკლარაცია გაიხსენა.
„იქნებ ის ისეთი მდიდარ არ არის, როგორც ამბობს. ან ისეთი ხელგაშლილია არ არის. მე მგონი ის რაღაცა მნიშვნელოვანის დამალვას ცდილობს. ამერიკელი ხალხი კი იმსახურებს, რომ სრული სიმართლე იცოდეს. არა მგონია, რომ ტრამპი თავის საგადასახადო დეკლარაციას გამოაქვეყნებს. რას მალავს იქ?“ – განაცხადა კლინტონმა.
“საგადასახადო სამსახური მე ყოველწლიურად მამოწმებს. მე საგადასახადო დეკლარაციას მაშინ გამოვაქვეყნებ, როდესაც კლინტონი 30 ათას განადგურებულ იმეილს გამოაქვეყნებს“, – განაცხადა ტრამპმა.
ამის შემდეგ კლინტონმა კიბერშეტევები გაიხსენა და მასში რუსეთი დაადანაშაულა.
„ ჩვენ სულ უფრო ხშირად ვხედავთ კიბერშეტევებს, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა ახორციელებს. ერთ-ერთი ასეთი მთავრობა რუსეთია, რომლის ჰაკერებიც სხვადასხვა კომპანიას დაესხნენ თავს“ ,- განაცხადა მან.
„არავინ იცის, დგას თუ არა რუსეთი „დემოკრატიული პარტიის“ სერვერებზე შეტევის უკან. აი თქვენ ამბობთ, რუსეთი, რუსეთი, რუსეთი. შეიძლება ასეც იყოს, შესაძლოა კი ეს ჩინეთის მოწყობილი იყოს. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ობამას დროს ჩვენ დავკარგეთ კონტროლი იმაზე, რასაც ადრე ვაკონტროლებდით“, – განაცხადა “რესპუბლიკელების“ კანდიდატმა. .
„მე ძალიან ბევრ ქალაქში ვიმყოფებოდი და ამომრჩეველს ვხვდებოდი. თქვენ კი ამ დროს სახლში იჯექით“, – უთხრა ტრამპმა კლინტონს.
„მე მგონი დონალდი მაკრიტიკებს იმის გამო, რომ მე ამ დებატებისთვის ვემზადებოდი. დიახ ვემზადებოდი. და კიდევ იცით რისთვის ვემზადებოდი? პრეზიდენტობისთვის“, – უპასუხა კლინტონმა.
ამ ხუმრობით კლინტონმა ტრამპის მხრიდან ბოლოდროინდელ ბრალდებებს უპასუხა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო კლინტონი აშშ-ის პრეზიდენტი ვერ გახდება.
საბოლოოდ გამოკითხულთა უმეტესობამ უპირატესობა ჰილარი კლინტონს მიანიჭა. მომდევნო ტელედებატები 9 ოქტომბერს, სენტ-ლუისში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები