რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობიდან შაქრო კალაშოვის გამო გადადგა

1385209 21.02.2013 Глава СК РФ Александр Бастрыкин на заседании коллегии Следственного комитета РФ. Алексей Дружинин/РИА Новости

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასტრიკინი თანამდებობიდან გადადგა. მან რუსეთის პრეზიდენტს გადადგომის განცხადებით უკვე მიმართა.ამის შესახებ სააგენტო „რბკ“ იუწყება. საგამოძიებო კომიტეტი ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს.
ინფორმაციას რუსეთის მთავარი გამომძიებლის გადადგომის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვიც არ ადასტურებს, პესკოვმა განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.
ალექსანდრე ბასტრიკინის შესაძლო გადადგომის შესახებ ჭორები სექტემბრის დასაწყისში გავრცელდა. ამის მიზეზი საგამოძიებო კომიტეტის რამდენიმე მაღალჩინოსნის დაკავებას ასახელებენ, რომლებიც ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტთან, შაქრო კალაშოვთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი.
რამდენიმე დღის წინ კი თანამდებობა  საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები