საუდის არაბეთის ქალები მამაკაცის მეურვეობის ინსტიტუტის გაუქმებას მოითხოვენ

საუდის არაბეთში 14 ათასმა ქალმა ხელი მოაწერა პეტიციას და მოითხოვა იმ ნორმის გაუქმება, რომლის მიხედვით ქალებს მეურვე მამაკაცის ნებართვის გარეშე სხვადასხვა ქმედება ეკრძალება. ეს საკითხი საუდის არაბეთის მთავრობამ უნდა განიხილოს.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, დღეს მოქმედი წესის მიხედვით, ქალს ქორწინება, გაყრა, განათლების მიღება, სამუშაოზე მოწყობა, საზღვარგარეთ წასვლა მეურვე მამაკაცის გარეშე არე შეუძლია. უმეტეს შემთხვევებში ეს ქმარი, მამა არ ძმაა.
ქალს საუდის არაბეთში მეურვე მამაკაცის გარეშე სამედიცინო ოპერაციის გაკეთება და ბინის ქირაობაც კი არ შუძლია.
ამ ნორმის გაუქმების კამპანია ინტერნეტში სულ უფრო პოპულარული ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები