აშშ საკუთარ მოქალაქეებს თურქეთში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

თურქეთში აშშ-ის საკონსულომ საკუთარი მოქალაქეები მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ გააფრთხილა. ამ ინფორმაციის მიხედვით, შეტევები ქალაქ ადანაში ამერიკული კომპანიების სასტუმროებზე შეიძლება განხორციელდეს.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, შეერთებული შტატების მოქალაქეებს საკონსულო მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს, როდესაც ისინი ამ სასტუმროებში ჩერდებიან.
აშშ-ის საკონსულოს კონკრეტული სასტუმროები არ დაუსახელებია. „როიტერის“ ცნობით, ადანაში სხვა ცნობილ ბრენდებთან ერთად  Sheraton-ის და  Hilton-ის სასტუმროებია განთავსებული.
ქალაქი ადანა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მის სიახლოვეს ინჯირლიყის ავიაბაზა მდებარეობს, საიდანაც კოალიციური ძალების თვითმფრინავები ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს ბომბავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები