მეხანძრეებმა კასპიის ზღვაში ჭაბურღილზე გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს

მეხანძრეებმა აზერბაიჯანში კასპიის ზღვაში ნავთობის ჭაბურღილზე გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. ცეცხლთან ბრძოლა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ სააგენტო „ტრენდი“ იუწყება. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ნავთობის პლატფორმაზე მყოფი 69 ადამიანი ევაკუირებული იყო. ხანძარი სარემონტო სამუშაოების დროს ბუნებრივი აირის ამოფრქვევამ გამოიწვია. ამჟამად კომპანია SOCAR-ის თანამშრომლები აღდგენით სამუშაოებს ატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები