ეგზიტპოლების მონაცემებით, აზერბაიჯანში ამომრჩეველთა უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირა მხარი 

აზერბაიჯანის ამომრჩეველთა უმეტესობამ რეფერენდუმზე გატანილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ეგზიტპოლების მონაცემების დამუშავების შემდეგ გახდა ცნობილი.
კერძოდ, აზერბაიჯანის ამომრჩეველთა  92,5%-მა ხუთიდან შვიდ წლამდე საპრეზიდენტო ვადის გაგრძელებას მხარი დაუჭირა. 89,3%-მა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებას მისცა ხმა, 91%-მა კი  მხარი დაუჭირა ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატისთვის ასაკობრივი შეზღუდვის გაუქმებას.
აზერბაიჯანის კონსტიტუციის ცვლილების შესახებ რეფერენდუმი 26 სექტემბერს გაიმართა. მისი ჩატარების ინიციატორი ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები