ლვოვში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის ქალაქ ლვოვში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
სააგენტო „უნიანის“ ცნობით, Chevrolet Lacetti-ს მარკის ავტომობილი მუშებს დაეჯახა, რომლებიც სავალ ნაწილზე ხაზებს ხაზავდნენ. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ავტომობილის მძღოლმა და მგზავრებმა ტრავმები მიიღეს.
მოგვიანებით Chevrolet Lacetti-ის მძღოლი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები