დრეზდენში ორი აფეთქება მოხდა

გერმანიის ქალაქ დრეზდენის მეჩეთში და საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრში აფეთქებები მოხდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა.
აფეთქებების შემდეგ პოლიციამ უსაფრთხოების დამატებითი ზომები. მიიღო. ის ძირითადად მეჩეთებში და სხვა ხალხმრავალ ადგილებში განხორციელდება.
3 ოქტომბერს გერმანია გაერთიანების დღეს აღნიშნავს. პოლიცია შიშობს, რომ ტერორისტები ამ დღეს შეტევების ორგანიზებას გეგმავენ.
ჯერჯერობით უცნობია, დაკავშირებულია თუ არა დრეზდენის აფეთქებები ისლამისტ ტერორისტებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები