„ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის გამო აშშ-ის მოქალაქეს 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ის კალიფორნიის შტატის სასამართლომ ამერიკის მოქალაქეს, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანებას გეგმავდა, 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 25 წლის ნადერ ელჰუზაელი გასულ წელს დააკავეს, როდესაც ის თურქეთში გამგზავრებას გეგმავდა.
სასამართლოში წარმოდგენილი ნივთმტკიცებულებების მიხედვით, ახალგაზრდა მამაკაცს კომპიუტერში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ჩადენილი მკვლელობების ვიდეოები ჰქონდა, კომპიუტერში ასევე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თანაშრომლების გვარები და მისამართები ინახებოდა. გამომძიებლებმა ვიდეოც აღმოაჩინეს, სადაც ნადერ ელჰუზაელი „ისლამური სახელმწიფოსადმი“ ერთგულების ფიცს დებს.
ელჰუზაელთან ერთად კიდევ ერთი მამაკაცი, მიჰამედ ბადავი დააკავეს. მის განაჩენს სასამართლო ოქტომბერში გამოაცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები