“ARTFILMS“-ის უნიკალური ფილმები ქართველი მომხმარებლისთვის

  15 იანვრიდან 15 მარტამდე ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზიდან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზებში ავსტრალიის თანამედროვე სახელოვნებო მედიაკომპანიის მონაცემთა ბაზა “ARTFILMS Educating Imagination“ ჩაირთვება. “ARTFILMS“ თეატრის, კინოს, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, ფოტოგრაფიის, მოდის, ფილოსოფიისა და რელიგიის, გასტრონომიის, ისტორიის, პოლიტიკის, ფსიქოლოგიის შესახებ 5000-ზე მეტ ფილმს მოიცავს. ეს უნიკალური კოლექცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მნიშვნელოვან დოკუმენტურ ფილმებს აერთიანებს და მრავალი ქვეყნის ბიბლიოთეკას თუ ინსტიტუტს მიეწოდება. მედიაკომპანიის მიზანია კულტურის სფეროში საგანმანათლებლო პოლიტიკის ხელშეწყობა. შეგახსენებთ, რომ თანამედროვე სახელოვნებო მედიაკომპანია 2000 წელს, ქალაქ ვიქტორიაში, პროდიუსერმა და ექსპერიმენტული თეატრის პედაგოგმა, ქრისცტა დოციმ დააფუძნა. დღეისთვის, მედიაკომპანია ინტერაქტიურ ციფრულ წიგნებსა და საგანმანათლებლო პაკეტებსაც გამოსცემს. ფილმების საავტორო უფლებები დაცულია და მათი ნახვა მხოლოდ ინტერნეტფორმატშია შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები