ავსტრალიაში შიშველი დუნდულების ჩვენება აკრძალეს
ავსტრალიაში ვიქტორიას შტატში საზოგადოებრივ ადგილებში შიშველი დუნდულების ჩვენებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდა. ამის შესახებ “ბი-ბი-სი’ იუწყება.
უკანალის ჩვენება ადრეც აკრძალული იყო, მაგრამ ახლა ის სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ახალი კანონის მიხედვით, პირველ დარღვევაზე ორთვიანი პატიმრობაა გათვალისწინებული, ხოლო დუნდულების განმეორებით ჩვენების შემთხვევაში, პირი ექვსთვიანი პატიმრობით დაისჯება. ეს ცვლილება ერთ-ერთია 50-ს შორის, რომლებიც „სექსუალური შინაარსის სამართალდარღვევათა“ კანონში შევიდა.