ბიძინა ივანიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში „კარგი სათადარიგო ვარიანტია“

„ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში „კარგი სათადარიგო ვარიანტია“, – ამის შესახებ ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, ღარიბაშვილს აქვს მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, პოლიტიკაში დაბრუნდეს.
”პოლიტიკური მზაობა აქვს. კარგ ფორმაშია. მეოთხე შვილი შეეძინა – გოგონა. კარგია, რომ ქართულ პოლიტიკაში ასეთი სათადარიგო მოთამაშეები გაჩნდნენ. მე უკვე 60-ს გადავაჭარბე, სათადარიგო მოთამაშედ ვერც ჩავითვლები და არც სურვილი მაქვს, მაგრამ ირაკლი არის კარგი ვარიანტი. ძველი პოლიტიკოსები მაინცდამაინც სანდოობით ვერ გამოირჩევიან, თუმცა ამ მხრივ ირაკლი არის უნიკალური მოვლენა. მას უყვარს თავის სამშობლო, თავისი ქვეყანა და აქვს განცდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ის დაბრუნდება”, – განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება შეკითხვას, რას საქმიანობს ამჟამად ირაკლი ღარიბაშვილი, ყოფილი პრემიერის თქმით, ამ დროისთვის ღარიბაშვილი დედოფლისწყაროშია და „ბიზნესის რომელიმე დარგის შერჩევის პროცესშია“.
„თუმცა შერჩევა გაუხანგრძლივდა“, – დასძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები