ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილზე: სად ჩამომსვლელია ის საცოდავი

“სად ჩამომსვლელია ის საცოდავი”,- ასე უპასუხა ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას ეხებოდა.
„ლიფტში ეშინია, არ გაიჭედოს, სად უნდა ჩამოვიდეს, ამას ჰპირდება საკუთარ გუნდს, რათა არ ჩამოიშალონ. რომელი დემოკრატიის აღზევებით გვემუქრება?! თავის გუნდს ამხნევებს და მიმართავს, რომ „რუსთავი 2“ -ს მოერგონ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, როგორც ბიძინა ივანიშვილმა ქვემო ქართლში, ადგილობრივ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, არჩევნების გაყალბებას საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს და ეს “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები