ბიძინა ივანიშვილი: პრეზიდენტმა არც თავში იცოდა, რა უფლებები ექნებოდა და საუბედუროდ, არც დღეს ესმის

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა, არც თავში იცოდა, რა უფლებები ექნებოდა და “საუბედუროდ, არც დღეს ესმის”.
„რაც შეეხება პრეზიდენტის დაპირებებს, პრეზიდენტმა არც თავში იცოდა, რა უფლებები ექნებოდა და საუბედუროდ, არც დღეს ესმის. მისი სფერო არ არის საავადმყოფო ააშენოს, ან ჯანდაცვას მიხედოს. ეს მთავრობის საქმეა და თუ დარღვევაა, პასუხი მას მოეთხოვება. დაპირებებში ჩანს, რომ პრეზიდენტმა უფლებები მაშინაც არ იცოდა. სხვათა შორის, მასთან საუბარი მქონდა. კონსტიტუცია მანამდე უნდა წაგეკითხა-თქო. კითხვები რომ გაუჩნდა. მოვიდა, ყველაფერის მართვა უნდოდა და ეს იყო პრობლემა“, – დასძინა ივანიშვილმა.
მანამდე, რუსთავში, რეგიონულ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ივანიშვილს დედოფლისწყაროში მარგველაშვილის მიერ გაცემული დაპირება შეახსენა, რომელიც საავადმყოფოს აშენებას ეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები