ლევან იზორია: სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში რეაგირება ისეთივე იქნება, რასაც კანონი ითხოვს

„სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურებია დაწყებული და რეაგირება ისეთივე იქნება, რასაც ითხოვს კანონი“ – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რა პროცედურებია გათვალისწინებული, იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება.
მინისტრი ასევე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში ჩამოსვლის დაანონსებასაც გამოეხმაურა.
მისივე განმარტებით, საზოგადოებამ ბოლო წლებში პროგრესი დაინახა და არ ჰგონია, რომ ვინმეს წარსული ენატრებოდეს.
”მე ვფიქრობ, საზოგადოებამ ამ წლების განმავლობაში დაინახა ის პროგრესი, რა პროგრესმა თქვენც და მეც შესაძლებლობა მოგვცა ასე ღიად გვესაუბრა ყველა მტკივნეულ საკითხზე. არა მგონია პიროვნებას, რომელიც თქვენ დაასახელეთ, ყოველივე ამის შემდეგ ჰქონდეს რესურსი იმისა, რომ საზოგადოებას ის წარსული მოენატროს სადაც თქვენ შეზღუდულები იყავით, სადაც სიტყვის თავისუფლება შეზღუდული იყო”, – განუცხადა ჟურნალისტებს იზორიამ.
იზორიას განმარტებით, შეიძლება ვიღაცას ბევრი რამე დააბრალო, მუქარის ტონით ილაპარაკო, მაგრამ რეალურ გადაწყვეტილებას დემოკრატიის პირობებში იღებს ხალხი.
”ხალხი, პირველ რიგში იმით წყვეტს, ვინ არის ღირსეული, თუ თვითონაც ღირსეულად ცხოვრობს, თუ თვითონაც სიტყვის თავისუფლება, ღირსეული განვითარება აქვს უზრუნველყოფილი და სამშობლოს კეთილდღეობას ხედავს, რაც ყოველდღიურად არის ჩვენს ქვეყანაში”,- განაცხადა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები