ივანიშვილი ღარიბაშვილზე: შეუძლია, პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს უახლოეს მომავალშიც და უფრო შორსაც

“ირაკლის შეუძლია საქართველოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს უახლოეს მომავალში და და უფრო შორსაც”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ქვემო ქართლის მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ერთ-ერთი მედიასაშუალების წარმომადგენელმა განაცხადა, არსებობს ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ჟურნალისტი დაინტერესდა, რა აზრის არის ბიძინა ივანიშვილი აღნიშნულ საკითხზე.
“რატომაც არა, თუმცა შორსაა ჯერ საპრეზიდენტო არჩევნები მაგ თემაზე მე მსჯელობა არ მქონია, მათ შორის არც ირაკლისთან, ვფიქრობ, რომ ირაკლის შეუძლია საქართველოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს უახლოეს მომავალში და უფრო შორსაც, ახალგაზრდა კაცია და ძალიან ღირსეულად მოემსახურა თავის ქვეყანას, გამარჯვებული კაცი წავიდა და არა დამარცხებული და იძულებით. დღევანდელი გადმოსახედიდან მე მივესალმებოდი მის კანდიდატურას, თუმცა იქამდე ბევრი დროა და უნდა დაველოდოთ მოვლენებს, შეიძლება მანამდეც მოინდომოს გამოჩენა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები