ჯონდი ბაღათურია: სააკაშვილი არის უავტორიტეტო კრიმინალი, რომელიც ერთ კაცსაც ვერ გამოიყვანს ქუჩაში

„არ გამოირიცხება, „ნაციონალური მოძრაობის სურვილი იყოს სამხედრო გადატრიალება“,- ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ „თავისუფალი ზონის“ მიერ გაკეთებულ სკანდალური განცხადების გამოეხმაურა.
ჯონდი ბაღათურიას განმარტებით, სააკაშვილი ქუჩაში ხალხს ვერ გამოიყვანს, თუმცა სამხედრო გადატრიალებას შეეცდება.
“მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ქვეყანაში იგეგმება სახელმწიფო გადატრიალება და ეს იგეგმება ქვეყნის გარეთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ სააკაშვილს არანაირი შანსი ქუჩაში ხალხის გამოყვანის და მიტინგების მოწყობის არ აქვს, რადგან ის არის ავტორიტეტდაცემული და ნდობადაკარგული კრიმინალური ელემენტი.
ერთადერთი შანსი, რაც არის, ესა პუტჩი, რადგან ბევრია სამხედრო და ძალოვან სტუქტურებში ძველი მონარჩენი“, -განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ „კვირას“ პრესკლუბში.
„ქართული დასის“ ლიდერი ხელისუფლებას მეტი პრევენციისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები