“თავისუფალი ზონის” წევრები ორგანიზაციას ტოვებენ – “სააკაშვილს ვჭირდებოდით დესტაბილიზაციის მოსაწყობად”

“მე შევხვდი რამდენიმე დღის წინ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მითხრა, რომ ჩვენი ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“ სჭირდება არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციის მოსაწყობად”, – ეს განცხადება „კვირას“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე „თავისუფალი ზონის“ წევრებმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს.
ორგანიზაციის გლდანის რაიონული განყოფილების წევრები „თავისუფალ ზონას“ ტოვებენ, მათი გაცხადებით, საქართველოში შეიქმნა ორგანიზაცია „საქართველოს ერთგულების სახელით“, რომელსაც უშუალოდ აქვს დავალებული არჩევნების შემდეგ ხალხის ქუჩაში გაყვანა და დესტაბილიზაციის მოწყობა.
“მიხეილ სააკაშვილს შევთავაზე არჩევნებში ჩვენი რესურსის გამოყენება, ჩვენ ვიყავით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები 2012 წლიდან, მაგრამ ამ ორგანიზაციამ უკვე პოლიტიკური მნიშვნელობა დაკარგა და არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ქაოსის შემოტანას აპირებს, რაშიც ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას“, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში ბესო კალაძემ „თავისუფალი ზონის“ წევრებთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები