“არჩევნებზე შსს-ს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, პოლიცია მაქსიმალურად შორს იყოს პოლიტიკისგან”

არჩევნებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, პოლიცია მაქსიმალურად შორს იყოს პოლიტიკისგან. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა  ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც შს მინისტრი აღნიშნავს, სამართალდამცველებს თავიანთი არჩევანი და პოლიტიკური სიმპათიები შეუძლიათ დააფიქსირონ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად აძლევენ ხმას.

”გავეცი ბრძანება, რომ არც ერთი პოლიციელი არ უნდა იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. თავიანთი არჩევანი და პოლიტიკური სიმპათიები მათ შეუძლიათ დააფიქსირონ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად აძლევენ ხმას. ამ არჩევნებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, პოლიცია მაქსიმალურად შორს იყოს პოლიტიკისგან და შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ სტანდარტი, რომ პოლიცია დეპოლიტიზებული, პროფესიული უწყებაა. სწორედ ამ პრინციპის საფუძველზე ვახდენთ არჩევნებისთვის ჩვენი სამუშაოს ორგანიზებას და რესურსებს ისე გადავანაწილებთ, რომ ნებისმიერ საარჩევნო უბანზე პოლიციის რეაგირება იყოს სწრაფი და ეფექტიანი. ამჟამად მიმდინარეობს რისკების შეფასება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შედგენა”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები