გიორგი კვირიკაშვილი: ერთადერთი აქცია, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ, ეს იქნება გამარჯვების აქცია 8 ოქტომბრის საღამოს

ჩვენ ვართ მმართველი ძალა, ხელისუფლებაში ვართ და არ ვიცი, ვის უნდა მოვუწყოთ აქცია, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას განცხადებას, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, აქციის გამართვის თარიღი დაასახელონ.
“ჩვენ ვართ მმართველი ძალა, ხელისუფლებაში ვართ და არ ვიცით, ვის უნდა მოვუწყოთ აქცია. არანაირ აქციას და მით უმეტეს, ჩვენი მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნას, რომ ქუჩები გადავკეტოთ და მოძრაობა ჩავკეტოთ, არ ვაპირებთ. ერთადერთი აქცია, რომელსაც ვაპირებთ, ეს იქნება 8 ოქტომბერს საღამოს, როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ”,- განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები