კახა კალაძე: გთხოვოთ ყველას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მივიდეთ 8 ოქტომბერს არჩევნებზე

დედოფლისწყაროს მოსახლეობასთან შეხვედრაზე ადგილობრივებს სიტყვით მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.
მან 8 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მოსახლეობას მოუწოდა ამ დღეს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი დააფიქსირონ.

“მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მე მინდა გთხოვოთ ყველას, თითოეულ თქვენგანს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მივიდეთ 8 ოქტომბერს და დავაფიქსიროთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი. ჩვენ შევცვალეთ ის მძიმე რეალობა, რომელიც იყო ქვეყანაში 2012 წლამდე. დღეს უკვე ისე, როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება, არჩევნების გზით, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა კარგად განიხილოს ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ წარმოდგენილი გეგმა ქვეყნის განვითარებისა და კარგად დაფიქრების შემდეგ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა ანდონ ქვეყნის მმართველობა ხვალ. მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და ეს იქნება თავისუფლება, ქვეყნის სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რასაც პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება ჰქვია და ეს იქნება  ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის გამარჯვება, რადგან ამ გუნდის გამარჯვება ნიშნავს საქართველოში თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას“,-განაცხადა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები