კომპანია „Stadler“-მა ბერლინში ბაქო-თბილისი-ყარქი-სტამბოლის მატარებლის სამგზავრო ვაგონი წარმოადგინა (ფოტოკოლაჟი)

 

შვეიცარიულმა კომპანია „Stadler Rail Group“-მა ბერლინში გამართულ გამოფენაზე „InnoTrans 2016“ ბაქო-თბილისი-ყარსი-სტამბოლის მატარებლის სამგზავრო ვაგონი წარმოადგინა. ამის შესახებ სააგენტო „ტრენდი“ იუწყება. როგორც სააგენტოს კომპანიის წარმომადგენელმა, პაულ გესმა აცნობა, ეს ვაგონები საერთაშორისო მარშრუტზე ბაქო-თბილისი-ყარსი-სტაბბოლი 160 კმ/სთ-ის სიჩქარით იმოძრავებს და მათი ფუნქციონირება 2017 წლიდან დაიწყება.
„იმისათვის, რომ მატარებლებმა შეძლონ არა მარტო საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა, რომელზეც რელსებს შორის მანძილი 1520 მილიმეტრს შეადგენს, არამედ თურქეთშიც, სადაც რელსებს შორის 1435 მილიმეტრია, ვაგონები სპეციალური ბორბლებით არის აღჭურვილი, რომელსაც სიგანის შეცვლა შეუძლია.
პირველი კლასის ვაგონებში იქნება ტუალეტი და საშხაპე, ყველა ვაგონი საძინებელი ადგილებით იქნება აღჭურვილი, ასევე, მატარებელში ერთი ვაგონ-რესტორანიც იქნება“ ,- აცხადებს გესი.
კომპანია “Stadler”-სა და “აზერბაიჯანის რკინიგზას” შორის გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, 30 ასეთი ვაგონი იქნება გამოშვებული.
ბაქო-თბილისი-ყარსი-სტამბოლის მიმართულებით მატარებლების გადაადგილება 2017 წელს უნდა დაიწყოს.

14459866_10206865043416245_1246678463_n

14442744_10206865043096237_1915771078_n

14469169_10206865042976234_664533056_n

14459904_10206865042616225_1170476925_n

14463871_10206865043056236_1754576538_n

14445706_10206865042896232_306322312_n

14459870_10206865043016235_1727724033_n

14429570_10206865042816230_1648735248_n

14459687_10206865042776229_364518886_n

14459841_10206865042856231_50732349_n

14429665_10206865043176239_1195622096_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები