გამოძიების ფედერალური ბიურო ბავშვებთან ბრედ პიტის აგრესიული დამოკიდებულების ფაქტებს სწავლობს

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბრედ პიტსა და მისი ოჯახის წევრებს შორის თვითმფრინავის ბორტზე გასულ კვირას მომხდარი ინციდენტის დეტალებს სწავლობს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. გამოძიების ფედერალურ ბიუროს ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება აღძრას თუ არა სისხლის სამართლის საქმე ერთ-ერთი ბავშვის მიმართ პიტის აგრესიულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ამ ფაქტს ანჯელინა ჯოლიც შეესწრო. ინციდენტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის გაყრის შესახებ. ჯერჯერობით უცნობია, ვინ მოიპოვებს ჯოლისა და პიტის ექვს შვილზე მეურვეობის უფლებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები