ბიძინა ივანიშვილი: მრავალპარტიულობის მომხრე ვიყავი და ვარ დღესაც

“მრავალპარტიულობა არის ძალიან კარგი”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმ,ა ბიძინა ივანიშვილმა კახეთში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ექსპრემიერმა აღნიშნა, ის მრავალპარტიულობის მომხრე იყო და დღესაც იმავე პოზიციაზეა.
„მრავალპარტიულობას რაც შეეხება, ამის მომხრე ვიყავი ყოველთვის და ვარ დღესაც, მაგრამ პინგპონგის თამაშს არ ვაპირებ. არავის არ ვუშლი ხელს, მაგრამ ხელის შეწყობასაც არ ვაპირებ. ვისაც მინდა, რომ ხელი შევუწყო, არგუმენტებით ვასაბუთებ. დღეს არ არსებობს „ქართული ოცნების“ ალტერნატივა. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ 3-4 პარტიაზე შემეძლოს პარალელურად საუბარი, მაგრამ რეალობა დღეს ასეთია და ამაში ცუდი არაფერი არ არის. ნუ შფოთავენ ოპონენტები, რომ მათ გარეშე არაფერი არ გაკეთდება. ისე კარგად გაკეთდება, რომ მზე მაღლა იქნება. ისეთ უხეშ პარალელებს ავლებენ უკვე, რომ გასული არიან ზონიდან, მაგრამ პინგპონგის თამაშს არ ვაპირებ. კიდევ ვეუბნები საზოგადოებას, რომ მრავალპარტიულობა არის ძალიან კარგი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები