ივანიშვილი ბურჭულაძეზე: მომღერალი მოგვივიდა პოლიტიკაში და ნახეთ რა ფოკუსებს გვიტარებს

“მომღერალი მოგვივიდა პოლიტიკაში და ნახეთ რა ფოკუსებს გვიტარებს”,-ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის,  პაატა ბურჭულაძის მისამართით განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა კახეთში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, იმის გამო, რომ მრავალპარტიული მთავრობა ჩამოყალიბდეს, ბურჭულაძეს, ნათელაშვილსა და „რესპუბლიკურ პარტიას” არ შეუერთდება.
„არჩევანი გვაქვს ძალიან მწირი. როგორი მწირი ეკონომიკაც გვაქვს ჩვენ დღეს, საზოგადოების ნაწილიც შესატყვისობაშია ეკონომიკასთან. ხელოვნების მუშაკებს ძალიან უჭირთ, მედიას- განსაკუთრებით რეგიონულს – ძალიან უჭირს. პოლიტიკაშიც ასეთივე სიმწირეა და არჩევანი არის ცოტა. დღეს „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს. იმიტომ, რომ იყოს მრავალპარტიული და კოალიციური მთავრობა, ნათელაშვილს და გნებავთ, “რესპუბლიკელებს”, რომლებმაც ძალიან ცუდი პარტნიორობა აჩვენეს და გნებავთ, ახალ პარტიას – მომღერალი რომ მოგვივიდა პოლიტიკაში და ნახეთ რა ფოკუსებს გვიტარებს პოლიტიკაში, არ არის ესე.
კარგი იქნებოდა, ასე ყოფილიყო, მომხრე ვარ მრავალპარტიულობის, მაგრამ მაგათ პინგპონგის თამაში უნდათ, რომ სულ მაგათზე ვისაუბრო და როგორმე რეინტინგი აუმაღლდეთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები