ენზელ მკოიანი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს
ახალქალაქისა და ნინოწმინდის გაერთიანებულ ოლქში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს’’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ენზელ მკოიანი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
როგორც “კვირას” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მაჟორიტარობის კანდიდატი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მაჯადიას, თოთხამის, კორხის, ორჯას, არაგოვას, ვარევანის, ალასტანისა და კოკიოს სოფლების მცხოვრებლებს შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაზე, ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულებაზე, ასევე სოფლის მეურნეობის პროექტებზე ისაუბრა. ენზელ მკოიანმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე მთის კანონზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კანონი მთაში მცხოვრებლების პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. მაჟორიტარობის კანდიდატმა უფასო სასკოლო სახელმძღვანელოებზე, უფასო საბავშო ბაღებზე, უფასო ჯანდაცვასა და C ჰეპატიტის უფასო პროგრამაზეც ისაუბრა. ენზელ მკოიანმა ამომრჩევლების პრობლემების მოისმინა და მათ მოგვარებას დაჰპირდა.