„ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიას ჩემ მიმართ გამოთქმული ბრალდებებიდან არც ერთი არ დაუსაბუთებია“

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იმ ბრალდებებიდან, რაც ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიამ მის მიმართ წამოაყენა, არც ერთი არ დაუსაბუთებია.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, წინასაარჩევნოდ ამ საკითხზე ვრცლად საუბარი არ სურს.
„არ მინდა, ამ თემას დავუბრუნდე. საარჩევნო პერიოდია და არ მინდა, გადავაჭარბო კრიტიკაში ჩემი ყოფილი თანაგუნდელების და მათ რიცხვში, „თავისუფალი დემოკრატების“ მიმართ. მე რამდენჯერმე მივანიშნე, რომ იმ ბრალდებებზე, რაც გაკეთდა მათი ლიდერის მხრიდან, თითქოს ვარ ჩარეული, ირაკლი ალასანიას არც ერთი დამამტკიცებელი საბუთი არ წარმოუდგენია. ამავდროულად, გაკეთდა ძალიან დაუსაბუთებელი განცხადებები, რომ ზეწოლა არის ექსპერტზე, შემდგომ ითქვა, თითქოს მოიტაცეს ექსპერტი. არც ერთი ფაქტი არ დადასტურდა, არსად არ იყო ის კაცი მოტაცებული, იყო განცხადებები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. ითქვა ისიც, რომ მოსამართლეზეა ზეწოლა დ თავშესაფარს ეძებს უცხო ქვეყანაშიო. ესეც არც ერთი მხრიდან არ დასაბუთდა. შესაბამისად, ჩემ მიმართ მათი მხრიდან გაკეთებული ბრალდებები ძალიან მსუბუქდება, რამეთუ განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ დასაბუთდა“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
რაც შეეხება სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობა საქმეში არ იკვეთება, ბიძინა ივანიშვილი პასუხობს:
„სახალხო დამცველი თუ ასეთ აზრებს გამოთქვამს სასამართლოს დასრულებამდე, ძალიან ცუდია, ერევა სასამართლოს საქმეებში, ასწრებს სასამართლოს. მე არ მინახავს და არ მომისმენია ეს განცხადებები. არამიზნობრივად არის დახარჯული, თუ გაფლანგული 5 მილიონი ლარი. ჩემი აზრით, ეს სერიოზულ კითხვებს იწვევს, მაგრამ მე სულაც არა ვარ მოსამართლე და არ ვაპირებ დასკვნების გაკეთებას. დაველოდოთ სასამართლოს“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები