თამარ ჩუგოშვილი მშვიდობის მემორანდუმზე: ვერ ვხვდები, რატომ შეიძლება იყოს ვინმე წინააღმდეგი

„ქართული ოცნების“ წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის სულისკვეთებაა, პარტიებმა დადონ ჯენტლმენური შეთანხმება, რომ ერთმანეთის პოლიტიკურ ღონისძიებებს ხელი არ შეუშალონ და კონტრდემონსტრაციების გამართვაზე უარი თქვან.
„მსგავსი შემთხვევები ყოფილა ამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, როცა იმართებოდა რაღაც ღონისძიება და დაპირისპირებული ჯგუფი მისულა. მაგალითად, მსგავსი შეხვედრები იყო აჭარაში პრემიერის სტუმრობის დროს და ა.შ., ძირითადად ოპოზიციური პარტიების მხრიდან“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ჩუგოშვილის თქმით, მემორანდუმის ტექსტი მშვიდობიანია და მისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება იყოს ვინმე აღნიშნული მემორანდუმის წინააღმდეგი.
მისი განმარტებით, მემორანდუმის პირველადი ტექსტი შეიმუშავეს თავად „ქართულ ოცნებაში“, თუმცა არჩევნებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაიმართა კონსულტაციები და იმ შემთხვევაში, თუკი სხვა პარტიებს რაიმე შენიშვნები ექნებათ, პარტია ამასაც გაითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები