ბიძინა ივანიშვილი „რესპუბლიკელების“, „ეროვნული ფორუმისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებთან შეხვედრას არ გეგმავს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „რესპუბლიკელების“, „ეროვნული ფორუმისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებთან შეხვედრას არ გეგმავს და აცხადებს, რომ ახლა ამის დრო აღარ არის.
ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტებმა კითხვით მიმართეს, „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადებასთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა, ბიძინა ივანიშვილი კოალიციის ყოფილი წევრი პარტიების ლიდერებთან შეხვედრას.
“ამის დრო არჩევნებამდე აღარ არის. კრიტიკა – ეს იყო ჩემი დამოკიდებულება, ჩემი პოზიცია მათდამი, რომელიც გამოვხატე“,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები