გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის გახსნას დაესწრო

ნიუ-იორკში დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესია გაიხსნა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სესიის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. გენერალურ ასამბლეას დღეს სიტყვით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ (Barack Obama) მიმართა. სესიაზე ხვალ სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესია 26 სექტემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები