კადიროვმა ჩეჩნეთის პრეზიდენტის არჩევნებში ხმების 97% დააგროვა

ჩეჩნეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, რამზან კადიროვმა არჩევნებში ხმათა 97 % დააგროვა. მისმა ძირითადმა კონკურენტმა, მეწარმეთა უფლებების დაცვის საკითხში რწმუნებულმა, იდრის უსმანოვმა 1,47%. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. „კომუნისტური პარტიის“ წარმომადგენელმა გაირსოლტ ბატაევმა ხმათა 0,87% მიიღო, ხოლო „სპრავედლივაია როსიას“ კანდიდატმა, სულტან დენილხანოვმა – 0,54%. ჩეჩნეთში 18 სექტემბერს დუმის დეპუტატებს, რესპუბლიკის პრეზიდენტსა და ჩეჩნეთის პარლამენტის წევრებს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს ირჩევდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები