„ედინაია როსია“ სახელმწიფო დუმაში 343 მანდატს მიიღებს

რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია როსია“ სახელმწიფო დუმაში 450-დან 343 მანდატს მიიღებს. ეს რეკორდული მაჩვენებელია. „ედინაია როსიას“ რუსეთის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება. 18 სექტემბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ბიულეტენების 95%-ის დათვლის შემდეგ გაირკვა, რომ „ედინაია როსია“ ხმათა 54%-ს აგროვებს. მეორე ადგილზე “კომუნისტური პარტია” გავიდა, რომელიც 42 მანდატს მიღებს, მესამე ადგილი ვლადიმერ ჟირინოვსკის „ლიბერალ-დემოკრატებმა“ დაიკავეს. ისინი დუმაში 39 ადგილს მიიღებენ. „სპრაველდივაია როსიას“, რომელიც მეოთხე ადგილზე გავიდა, 23 მანდატი ექნება. არჩევნებში 14 პარტია მონაწილეობდა, თუმცა ხუთპროცენტიანი ბარიერი მხოლოდ ოთხმა გადალახა. პოლიტიკურ ორგანიზაციებს „როდინა“ და „გრაჟდანსკაია პლატფორმა“ დუმაში ერთმანდატიანი ოლქებიდან ეყოლებათ წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები