დავით მაღრაძე: “ნაციონალურმა მოძრაობამ“ უტიფრობა აქცია საკუთარ რელიგიად

“ნაციონალურმა მოძრაობამ“ უტიფრობა აქცია საკუთარ რელიგიად, თან ისე, რომ ამ უტიფრობით აღტაცებულებიც კი არიან”, – ამის შესახებ პოეტი დავით მაღრაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მაღრაძე ამბობს რომ, მას “ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ერთ ანეკდოტს ახსენებს – როდესაც ადამიანი დედ-მამას დახოცავს, სასამართლოზე კი ითხოვს, შემიწყალეთ, ობოლი ვარო!
“ნაციონალებმა“ თავიანთი ფსევდოპატრიოტული სისულელეებით შემოიყვანეს საოკუპაციო ჯარი ქვეყანაში, ამისთვის კი ჯილდოდ ოდესის საბაჟო მიიღეს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ უტიფრობა აქცია საკუთარ რელიგიად, თან ისე, რომ ამ უტიფრობით აღტაცებულებიც კი არიან. ჩემი აზრით, ქვეყანაში სიტუაციის არევის რესურსი არც “ნაციონალებს“ და არც ვინმე სხვას არა აქვს. “ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ერთ ანეკდოტს მახსენებს, როდესაც ადამიანი დედ-მამას დახოცავს, სასამართლოზე კი ითხოვს, შემიწყალეთ, ობოლი ვარო! ჩვენი ისტორია იცნობს ასეთ შემთხვევებს, როდესაც ხელისუფლებაში მოდიან პროგრესის სახელით მოქმედი სექტანტური ჯგუფები, არწმუნებენ მოსახლეობას, რომ მოაქვთ სიახლე, უკეთესი მომავალი და ახლებური ცხოვრების წესი. თავის დროზე ასე მოვიდნენ “სოციალ-დემოკრატებიც“ და არცთუ დიდი ხნის წინ “ნაციონალებიც“, – აცხადებს მაღრაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები