ნიუ-ჯერსის შტატში პოლიციამ ხუთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა

აშშ-ის ნიუ-ჯერსის შტატში, ელისაბედის სარკინიგზო სადგურთან პოლიციამ აღმოაჩინა ზურგჩანთა, რომელშიც ხუთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ინახებოდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, ბომბები თვითნაკეთი იყო. ერთ-ერთი მოწყობილობა გაუვნებელყოფის მცდელობის დროს აფეთქდა. გამნაღმველები დისტანციურად მართვად რობოტს იყენებდნენ, ასე რომ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. აფეთქება იმ მომენტში მოხდა, როდესაც რობოტმა ბომბის ერთ-ერთი მავთულის გადაჭრა სცადა.
ტელეკომპანია NBC-ის ცნობით, ნაპოვნი ბომბები მანჰეტენში მომხდარი აფეთქების ანალოგიურია, თუმცა ოფიციალურად ეს არ დადასტურებულა.
მანჰეტენში აფეთქება შაბათს საღამოს მოხდა. აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. კიდევ ერთი ბომბი იმავე დღეს პოლიციამ აფეთქების ადგილიდან რამდენიმე კვარტალში აღმოაჩინა და გააუვნებელყო.
პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები