იერუსალიმში დანით შეიარაღებულმა პალესტინელმა ორი ებრაელი პოლიციელი დაჭრა
იერუსალიმში დანით შეიარაღებული პალესტინელი პოლიციელებს თავს დაესხა. ინციდენტის შედეგად პოლიციის ორი თანამშრომელი დაიჭრა. სამართალდამცველებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და თავდამსხმელი მძიმედ დაჭრეს. ის ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. გასული წლის შემოდგომიდან ებრაელ ჯარისკაცებზე და პოლიციელებზე ასობით შეტევა მოხდა. თავდასხმების შედეგად 40 პოლიციელი და სამხედრო დაიღუპა.