ინდოეთმა ქაშმირის შტატში უსაფრთხოების ზომები გააძლიერა

ინდოეთმა პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს, ქაშმირის შტატში უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. საჯარისო შენაერთებმა აქ პატრულირება დაიწყეს. ეს გადაწყვეტილება ინდოეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც შეიარაღებული ტერორისტი სამხედრო ბაზაზე შეიჭრა და 17 სამხედრო მოკლა. თავდასხმა ღამის საათებში მოხდა, როდესაც სამხედროების უმეტესობას ეძინა.
ინდოეთის მტავრობის წარმომადგენლებმა თავდასხმაში პაკისტანი დაადანაშაულეს და მას „ტერორისტული ქვეყანა“ უწოდეს. შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სამხედროები თავდასხმის ორგანიზატორებს შესაბამის პასუხს გასცემენ.
თავის მხრივ, პაკისტანი სამხედრო ბაზაზე მომხდარ თავდასხმასთან კავშირს უარყოფს და ინდოეთს მოუწოდებს გამოძიების დასრულებამდე განცხადებებისგან თავი შეიკავოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები