როსტოვის საარჩევნო ოლქში მომხდარი დარღვევების გამო რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე აღძრა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა როსტოვის საარჩევნო ოლქში მომხდარი დარღვევების გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
როგორც რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ელა პანფილოვამ განაცხადა, ინტერნეტში ერთ-ერთ ოლქში გადაღებული ვიდეო მოხვდა. მასზე ჩანს, რომ კომისიის ერთ-ერთი წევრი საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს ყრის. ამ დროს კი დანაშაულის თანამონაწილეები ცდილობენ, გადაეფარონ მას.
„ყველა გმირი თავის ჯილდოს მიიღებს. მე ამის გარანტიას გაძლევთ. კანონი მკაცრია და ის სამართლიანად იქნება გამოყენებული“, – განაცხადა პანფილოვამ. მისივე თქმით, სისხლის სამართლის საქმე, შესაძლოა, სხვა ოლქებშიც აღიძრას. კერძოდ, არჩევნების შედეგები დაღესტნის ერთ-ერთ უბანში გაუქმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები