აზერბაიჯანში ოპოზიცია 26 სექტემბრის რეფერენდუმის ბოიკოტს მოითხოვს

აზერბაიჯანული ოპოზიციური პარტიის, „მუსავათის“ ხელმძღვანელობამ ბაქოში გამართულ მიტინგზე მოსახლეობას 26 სექტემბერს დანიშნული საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე რეფერენდუმის ბოიკოტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ იუწყება. როგორც „მუსავათის“ ლიდერმა, არიფ გაჯილიმ განაცხადა, ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკა ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
„ქვეყნის ხელისუფლება სულ ცოტა ხნის წინ უცხოელებს მოუწოდებდა თავისი დანაზოგები მანათებში გადაეყვანათ, ვინაიდან ნავთობზე ფასების დაცემა აზერბაიჯანზე უარყოფითად არ აისახება. ერთი თვის შემდეგ კი მოხდა მანათის დევალვაცია. ეკონომიკური პოლიტიკის ჩავარდნა ხელისუფლების სრულ არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს. ასეთივე მდგომარეობაა პოლიტიკურ სისტემაში, სადაც არა მარტო სტრატეგია, არამედ საერთოდ რეალობის აღქმის უნარი არ არსებობს“, – განაცხადა გაჯილიმ.
აზერბაიჯანის კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტში 29 პუნქტია. ის ხუთიდან შვიდ წლამდე პრეზიდენტის უფლებამოსილების გახანგრძლივებას, საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ასაკობრივი ზღვარის გაუქმებას, ასევე, პრეზიდენტისთვის პარლამენტის დაშლის უფლების მინიჭებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები